კვიპროსი ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის  სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

კვიპროსი ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვიპროსი აცხადებს, რომ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას მანამდე არ დაეთანმხმება, სანამ ბლოკის წევრი სახელმწიფოები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის ქმედებებს არ შეაჩერებენ.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ევროკავშირის 27-ე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.

შეგახსენებთ, რამდენინე დღის წინ ევროკავშირის წევრები 31 ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ბლოკის განმარტებით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრაციების ძალადობრივ დაშლაზე არიან პასუხისმგებლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა