კანადის პრემიერი მოსახლეობას კორონავირუსის მეორე მასობრივი ტალღის შესახებ აფრთხილებს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მოსახლეობას კორონავირუსის მეორე მასობრივი ტალღის შესახებ აფრთხილებს. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ტრუდომ განაცხადა, ბოლო დროს მოსახლეობა შედარებით მოდუნდა და მათ რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.

„ჩვენ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ, არავის სურს კიდევ ერთი კარანტინი და ეკონომიკის შეჩერება, რაც ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს“, - განაცხადა ტრუდომ.

აღსანიშნავია, რომ კანადაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 606 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი 133 748-მდე გაიზარდა. ვირუსს ქვეყანაში 9 155 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა