მაიკ პომპეო - არსებობს რეალური შანსი, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთი დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, არსებობს რეალური შანსი, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთი იდგეს.

„როდესაც ადამიანები დისიდენტის მოწამვლის მცდელობას ხედავენ, ისინი ხვდებიან, რომ არსებობს რეალური შანსი, რომ ეს ნამდვილად რუსეთიდან მოდის,”- განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს განუმარტეს, რომ პასუხისმგებელი პირების დასჯის მოლოდინი აქვთ.

„აშშ-მა, ევროკავშირთან ერთდ, რუსეთს ცხადად აცნობა ჩვენი მოლოდინის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმის გასარკვევად, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

მან არ დააკონკრეტა, რა რეაგირება ექნება ვაშინგტონს ნავალნის საქმესთან დაკავშირებით.

„არ მსურს პრეზიდენტის წინ წავიდე, მაგრამ მონაწილეობას მივიღებთ იმაში, რომ ასეთი შემთხვევების გამეორების რისკმა იკლოს“, - განაცხადა პომპეომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა