500 Startups-მა შერჩეული სტარტაპებისთვის ინტენსიური კურსი დაიწყო

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, თბილისში შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, 500 Startups-მა პირველ ეტაპზე 15 სტარტაპი შეარჩია, რომლებმაც ივნისი-აგვისტოს პერიოდში სტარტაპ აქსელერაციის საბაზისო და ექპერიმენტირების პროგრამები ონლაინ რეჟიმში გაიარა, ხოლო მომდევნო ეტაპზე 10 ყველაზე სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპი გადავიდა.

„შერჩეული 10 სტარტაპიდან 3 უცხოური კომპანიაა, მათ შორის არიან: აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. პროგრამაში ჩართული გუნდებიდან ტოპ ხუთეული აქსელერაციას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. ინტენსიური პროგრამა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შემოვიდა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, საინვესტიციო პოტენციალის განვითარებასა და სტარტაპ კომპანიების მასშტაბირებას გლობალურ ბაზარზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო