დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ენერგეტიკოსს, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ პირს ამ მნიშვნელოვან დღეს. ეს არის პროფესიონალი, კვალიფიციური, დაუღალავი და თავის საქმიანობაზე შეყვარებული ადამიანების გუნდი, რომლებიც ქმნიან წარმატებულ, პროგრესულ დარგს საქართველოში. სექტორის მიმართ ახალგაზრდა თაობის დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება. სემეკში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც სწორედ ამ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც სემეკის თავმჯდომარე, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს, რომ ენერგეტიკის დარგს რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი კადრი ჰყავდეს“, - აღნიშნულია სემეკის თავმჯდომარის განცხადებაში.

ენერგეტიკოსის დღე საქართველოში ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა