თენგიზ ცერცვაძე - მედიკამენტების ახალი პროტოკოლის დამტკიცებისთანავე „სოლიდარობის კვლევა“ ისევ დაიწყება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საქართველო იძულებული გახადა „სოლიდარობის კვლევა“ დროებით შეეჩერებინა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, “სოლიდარობის კვლევამ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამო, მრავალჯერ განიცადა ცვლილება, ამ ეტაპზე კი ახალი პროტოკოლის დამუშავება მიმდინარეობს, ვინაიდან მედიკამენტების თავდაპირველმა სიამ ცვლილება განიცადა, რის გამოც „სოლიდარობის კვლევის“ დაწყება შეჩერდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, „სოლიდარობის კვლევა“ მედიკამენტების ახალი პროტოკოლის დამტკიცებისთანავე დაიწყება.

„სოლიდარობის კვლევა“ სერიოზული კვლევაა, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ მედიკამენტს მისცემს პირდაპირ რეკომენდაციას. თავიდან „სოლიდარობის კვლევაში“ 4 მედიკამენტი იყო - „რემდესევირი“, „პლაქველინი“ , „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია და „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია „ბეტა ინტერფერონთან“. ცალკეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ოთხი მედიკამენტიდან ზოგი არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს. შემდეგ კი გზადაგზა შეცვალეს გადაწყვეტილება და ჯერ „პლაქველინი“ ამოიღეს, შემდეგ „ლოპინავირი“, ახლა „რემდესივირი“ დარჩა და „ბეტა ინტერფერონი“, 1 კვირის წინ კი სრულიად ახალი მედიკამენტი დაემატა. ყველაფერმა ამან, „სოლიდარობის კვლევის“ შეჩერება გამოიწვია. თავიდან თუ 4 წამალი იყო, ახლა 3 მედიკამენტია, რომლის პროტოკოლიც განსხვავებულია. ამიტომ, თვითონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ცვლილებების გამო, იძულებული გაგვხადა ჩვენც და მთელი მსოფლიო, შეგვეყოვნებინა „სოლიდარობის კვლევა“. ვხედავთ, რომ ვითარება შეიცვალა, სამი ახალი მედიკამენტია, შესაბამისად მიმდინარეობს ახალი პროტოკოლების დამუშავება და დამტკიცება, როგორც კი ეს ყველაფერი დამტკიცდება, მაშინვე დავიწყებთ „სოლიდარობის კვლევას “, - განაცხადა ცერცვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს