ამ დროისთვის შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს.

კერძოდ, გუშინდელი მონაცემების თანახმად, შემოწმებული 1500 სკოლიდან სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე მხოლოდ 614 სკოლას მისცეს.

„სკოლების შემოწმება გრძელდება, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა, ვერ დააკმაყოფილა 81-მა, დანარჩენი კი შემოწმების პროცესშია და ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ.

ასევე შემოწმებული გვაქვს 10-ზე მეტი უნივერსიტეტი, საიდანაც თითოეულ მათგანზე გაცემულია ნაბართვა და პროცესი გრძელდება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ სკოლები ახალ სასწავლო წელს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლით ხვდებიან.

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეგულაციებით, არაერთი რეკომენდაციის დაცვა მოეთხოვება როგორც სკოლებს და მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსა და მშობლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო