ბიზნესების მხარდასაჭერად ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციით „თიბისის“ ბიზნეს აპი შეიქმნა

„თიბისის“ ბიზნეს აპი ბიზნესების მხარდასაჭერად და მათთვის ფინანსების ეფექტიანად და სწრაფად მართვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, ბიზნეს აპს ამ ეტაპზე სამი მნიშვნელოვანი ახალი ფუნქცია აქვს. ესენია: ერთი დიჯიპასით მრავალი დავალების დადასტურება, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს ბევრად უფრო ამარტივებს და სწრაფს ხდის; IBAN სკანერი, რომელიც თანხის გადარიცხვის ფუნქციაშია ჩაშენებული და მობილურის კამერით მრავალციფრიანი ანგარიშის ნომერს კითხულობს და რამდენიმე ბიზნესანგარიშს შორის გადართვის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აპლიკაციის ერთი ანგარიშიდან გამოსვლის და ხელახალი ავტორიზების გარეშე გადაინაცვლოს მეორე ანგარიშზე.

სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალის“ მთავარი მეღვინე გიორგი შეყრილაძე ამბობს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, თითქმის საერთოდ არ აქვს თავისუფალი დრო, შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში ციფრული მობილური მომსახურება მას დიდ დახმარებას უწევს.

„ყველა გადახდა თუ სხვა ფინანსური გადაწყვეტილების გადაჭრა რამდენიმე მარტივი მოძრაობით ხდება. აღარ მიწევს მოვწყდე საქმეს, წავიდე ბანკში და ფინანსური საკითხები სამსახურიდან მოშორებით მოვაგვარო“,- აცხადებს შეყილაძე.

„თიბისის“ ცნობით, ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციას გიორგი ძალიან საინტერესოს და მისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ ის მომავალში კიდევ უფრო გაუმარტივებს ფინანსური ოპერაციების განხორციელებას და მეტ დროს დაუზოგავს თავისი საქმიანობისთვის.

„ბიზნეს აპის შექმნის მთავარი მიზანია, მომხმარებლებისთვის აპლიკაცია ფინანსური ინფორმაციის სწრაფად და ლაკონიურად მიწოდების ინსტრუმენტი გახდეს. სამომავლოდ კი, კომპანიების მმართველები მისი დახმარებით სწრაფად შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას, გაეცნობიან კომპანიაში არსებულ ფინანსურ ვითარებას და წვდომა ექნებათ ზოგად ფინანსურ ანალიტიკურ მონაცემებთან“,- აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა