დავით ბაქრაძე - "ქართული ოცნების" სიაში იქნებიან ნულოვანი წონის ახალი სახეები

საბოლოო ჯამში, როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს „ქართული ოცნების“ სია, ნათელია, რომ ამ სიაში იქნებიან ის პოლიტიკური ლიდერები, რომელთა პასუხისმგებლობაცაა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე საუბრისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, სიაში ასევე იქნებიან ნულოვანი წონის ახალი სახეები.

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ვერ სთავაზობს მას ვერანაირ გამოსავალს ამ გაჭირვებიდან და პრობლემებიდან. საბოლოო ჯამში, როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს "ქართული ოცნების" სია, ნათელია, რომ ამ სიაში იქნებიან ის პოლიტიკური ლიდერები, რომელთა პასუხისმგებლობაცაა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი. რა თქმა უნდა, იქნებიან ნულოვანი წონის მქონე ახალი სახეები, რომელთა ერთადერთი ამოცანა იქნება ამ სიის გაფერადება და სიახლის ილუზიის შექმნა, მაგრამ ეს ილუზია ვერ მოაგვარებს კრიზისს, ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ.

გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, მთლიანად ამ გუნდზე უარის თქმა და ამ არჩევნების გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანაში დადგეს გარდამტეხი ცვლილებები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა