ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო დღეებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ ინფორმაციას Reuters ქვეყნის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, ბოლო 25 დღეა ქვეყანაში ვირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებული და თითოეული ახალი შემთხვევა იმპორტულია.

კომისიის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 15 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 85 153 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 634 ინფიცირებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს