არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან და ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

მისივე შეფასებით, ამერიკელი პარტიორების პოზიცია ადასტურებს, რომ რეფორმები, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა, იყო სწორი და შედეგიანი.

„გლობალური პანდემია რთული გამოწვევაა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას.

“ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება“, - განმარტავს თალაკვაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს