ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები სახელმწიფო ქონებას იტაცებენ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები სახელმწიფო ქონებას იტაცებენ“.

გოგორიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო მიწების გასხვისების ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების იაფად გასხვისების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დაკარგა.

„ორი წლის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო აუქციონებსა და ელექტრონულ ტენდერებზე, ზღვისპირა ზოლში გასხვისდა 107 200 კვადრატული მეტრი მიწა. ამის შედეგად ბიუჯეტმა მიიღო 357 600 ლარი, რაც ნიშნავს, რომ კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 3,34 ლარია. ამ ტენდერების უმეტესობაში თითო ადამიანი მონაწილეობდა, იყო ერთი პრეტენდენტი და ხშირად ეს პრეტენდენტები ერთი და იგივე პირები არიან. ასეთი სულ 35 შემთხვევა იყო. როდესაც იმავე ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეები ასხვისებენ მიწის ნაკვეთებს, კვადრატული მეტრის ფასი 120 ლარიდან 160 ლარამდე მერყეობს. ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან, „ბლექ სი არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე 14,900 კვადრატული მეტრი მიწის გასხვისებისას კვადრატული მეტრი მიწის ფასი იყო 30 თეთრი. აუქციონში ერთადერთი მონაწილე გახლდათ ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი მერაბ წივწივაძე და შესაბამისად, მან შეიძინა 14,900 კვადრატული მეტრი 3911 ლარად. ის, რომ „ბლექ სი არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბუზიც ვერ გადაიფრენს ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე, ამაზე საუბარი აღარ არის საჭირო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მოქცეულიყო შედარებით წესიერად და კვადრატული მიწის ფასი თუნდაც 100 ლარი ყოფილიყო, მაშინ, ოზურგეთის ბიუჯეტში შევიდოდა 10 722 200 ლარი. განსხვავება, რაც ბიუჯეტში შევიდა და რაც შეიძლება, რომ შესულიყო არის 10 364 600 ლარი“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩინოვნიკები საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებით არიან დაკავებული.

„ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები დაკავებული არიან იმით, რომ მოასწრონ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება და ქონების დაგროვება, ყველაფერ ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ დღევანდელი თავმჯდომარე, ყოფილი მერი მერაბ ჭანუკვაძე. ის და მისი გარშემომყოფები სარგებლობდნენ და იტაცებდნენ სახელმწიფო ქონებას“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა