ლევან ხაბეიშვილი - არჩევნები არ ჩავატაროთ და პირობითად ბურჯანაძეს, ელისაშვილს, ბოკერიას ვკითხოთ, ვინ უნდათ პრემიერად?!

არჩევნები არ ჩავატაროთ და ვკითხოთ პირობითად ბურჯანაძეს, ელისაშვილს, ბოკერიას, ვინ უნდათ პრემიერად?! ეს ხომ სწორი არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის, თუ ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, არა პოლიტიკოსების, არამედ მოსახლეობის გადასაწყვეტია.

„მე გამიკვირდებოდა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც არჩევნები აქვს წინ, რომ ეთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერდნენ, იმიტომ, რომ მათ საკუთარი იდენტობა და ხმები სჭირდებათ. მეორე - ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. არჩევნები არ ჩავატაროთ და ვკითხოთ პირობითად ბურჯანაძეს, ელისაშვილს, ბოკერიას, ვინ უნდათ პრემიერად?! ეს ხომ სწორი არ არის. არჩევნები იმისთვის არის, რომ ვისაც ექნება მეტი მხარდაჭერა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასაც ის წამოაყენებს. ამიტომ მოდით მოქალაქეებს ვკითხოთ. მე პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ რომ გაიმარჯვოს ალეკო ელისაშვილმა, მჯიღები უნდა ვურტყათ ხალხის მხარდაჭერის მიუხედავად, რომ ალეკოს ჩვენ არ დავუჭერთ მხარს, თუ მას ექნება 40-45-50%-იანი მხარდაჭერა ?!“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა