გიორგი გახარია - დამსაქმებლებს მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე

„დამსაქმებლებს მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც აქამდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გაგრძელდეს, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მუშაობით.

„კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან იქნება გამკაცრებული, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მთავრობის მიერაა დაწესებული სრულად იყოს შესრულებული. საბოლოო ჯამში ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ეკონომიკისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ეს არის ძირითადი მიზანი თითოეული ჩვენგანის და რა თქმა უნდა, ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ ერთად, როგორც აქამდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გავაგრძელოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მუშაობით - მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ხვალინდელი დღე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო