ლევან ხაბეიშვილი - მდინარაძე და წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს თუ ეძებენ, ავიღოთ თბილისი-კიევის ბილეთი და მე მივიყვან მასთან სახლში

სამგორის ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეძებს, ის მზად არის, პირადად მიიყვანოს მის სახლში.

როგორც ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში აღნიშნა, აბსოლუტურად ადეკვატურია ის შეთავაზებები და წარმოდგენები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილს შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში დაუსრულებელი საქმეების გამო მოიხადა და აღიარა, რომ ბევრი რამ გადააფასა.

„მეცინება ხოლმე, ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილია და კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის მეშვეობით მოვუწოდებ მათ და მივმართავ, მაგალითად, მდინარაძე თუ ეძებს, ავიღოთ თბილისი-კიევის ბილეთი და მე მივიყვან მიხეილ სააკაშვილის სახლში, მასაც და წულუკიანსაც. მართლაც სასაცილოა მსგავსი განცხადებები, რომ თურმე ვინმე ვინმეს ეძებს. მზად ვარ, ვიტვირთო ეს ტვირთი და კიდევ ვამბობ, მივიყვან მიხეილ სააკაშვილის სახლში, მათ შორის თუ უნდა გენერალური პროკურორიც წამომყვეს. სასაცილოა მის ბრალეულობაზე საუბარი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს, მან განმარტა და იმ დაუსრულებელი საქმეების გამოც მოიხადა ბოდიში, რომელიც დაწყებული ჰქონდა, მათ შორის პრობლემების გამო. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო. ჩვენი მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას იღებენ ხოლმე. ამიტომაც იყო, რომ ის პრობლემები და შეცდომები წინა ხელისუფლებას არ აპატია, ოღონდ ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი დრო გავიდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გადავაფასე, შევიცვალე, სხვა მხრივ შევხედეო, მათ შორის კონკრეტულ გეგმებზე საუბრობს, რომელიც შეცვლილია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას ის 2012 წელს არ იტყოდა. დრო გავიდა და ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებთ. რა ვქნათ, აღარ განვვითარდეთ? წინ აღარ წავიდეთ? მუდმივად ის ვიძახოთ, რომ ვიღაცას რაღაც გადაცდომა ჰქონდა? თქვენ თუ იცით კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები, ჩინოვნიკებს ვგულისხმობ, მაგალითად, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე დაისაჯა თუ დაწინაურდა? დაწინაურდა ჰო, ბატონი მურუსიძე? ამიტომ, ეს კითხვა არის წინა თუ ამ ხელისუფლებასთან? ჩვენ ვამბობთ, რომ კი, პრობლემა იყო, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაში და მათ შორის ამ მიმართულებით. რომელი უფრო ადეკვატურია, როცა კალენდარზე 2020 წელია და ჩვენ ვამბობთ, რომ შეცდომა დავინახეთ და პრობლემა იყო, თან მექანიზმს ვთავაზობთ. იმას კი არა, რომ მე კარგი ბიჭი ვარ და აღარ დავაშავებ, არა- ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოელი მოსამართლეები შემოვიყვანოთ, მათ შორის ჩავდოთ ამაში თანხა. სამართლიანობა რომ იყოს და ინვესტიციებიც შემოვიდეს, სამართლიანი სასამართლოა საჭირო და არა რომელიმე ოლიგარქის მართული სასამართლო. ამიტომ, მგონია, რომ აბსოლუტურად ადეკვატურია ის შეთავაზებები და წარმოდგენები, რომელიც მიხეილ საააკშვილს აქვს. იმასაც ვიტყვი, თუ ამ ქვეყანაში ვინმეს საქმე უკეთებია, ეს ნამდვილად მესამე პრეზიდენტთან არის დაკავშირებული“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება არა სრული ვადით, არამედ 2 წლით. მისი თქმით, 2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა „ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ“. მან ასევე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში შეცდომებისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა