პრემიერი - რაგბის ნაკრებს უნიკალური შესაძლებლობა გაუჩნდა, 8 ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა

რაგბის ეროვნულ ნაკრებს უნიკალური შესაძლებლობა გაუჩნდა 8 ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი, სადაც საქართველოს ნაკრებს შესაძლებლობა ექნება ყველას დაუმტკიცოს, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

საკითხზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ წვლილს გაუსვა ხაზი.

„რამდენიმე დღის წინ შევხვდით მორაგბეებს და პირველი, რაც გავაკეთეთ იყო, რომ მიმდინარე ჩემპიონატი არ შეფერხებულიყო და ნორმალურად დაეწყოთ შეჯიბრი. უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის და „ქართუს“ პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. ის ინვესტიციები, რომლებიც ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში იყო ჩადებული, დაახლოებით 200 მილიონი, ამ შედეგებს ვიმკით ჩვენ დღეს და შესაძლებლობა გვექნება, რომ ქართულმა რაგბმა მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მართლაც რაგბი ჩვენი თამაშია. საქართველოს მთავრობა, რაგბის კავშირი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ მორაგბეებს მივცეთ“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა