მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ საქმე წასულია

გპირდებით, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია, - ამის შესახებ „ლელოს“ ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას მომხდარ ინციდენტზე.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, როდესაც პარტია „ლელო“ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატს ლევან ახვლედიანს წარადგენდა, შეხვედრა ჰქონდა პარტიის წევრებთან და ამომრჩევლებთან, ამ ღონისძიების დროს მოხდა პროვოკაცია. მამუკა ხაზარაძის თქმით, პროვოკაცია დაგეგმილი იყო „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ. ბრიფინგზე „ლელოს“ ლიდერმა წარმოადგინა იმ მოქალაქეების ფოტოსურათი, რომლებიც მისივე მტკიცებით, გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

„ჩვენ მოვახდინეთ თითოეული მათგანის იდენტიფიცირება. მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი გადასახადების შეტანისა და ჩვენი დაფინანსების ხარჯზე უწყობენ სხვა პარტიებს პროვოკაციას, ამ შემთხვევაში „ლელოს“. ეს ადამიანები არიან სხვადასხვა IT-ის თანამშრომლები, დაფაზე ხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ ძალიან უხეშად შემოვარდნენ ჩვენ ლოკაციაზე. ესენი არიან მადონა მაქაცარია, ბიბლიოთეკების დირექტორი, რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკიდან ფინანსდება; როლანდ მაქაცარია სპორტის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი; ჯაბა შენგელია, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი; ვახო ზარანდია, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი; დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და ა.შ. კითხვა მაქვს „ქართული ოცნების“ პარტიასთან, კერძოდ, მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, რომ ეს მეთოდები იყო 1990-იან წლებში, ამ მეთოდებმა საქართველო გახლიჩა და სიკეთე არ მოუტანა. ჩვენ, ყველა ასეთი ფაქტის იდენტიფიცირებას მოვახდენთ და არცერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. მე ვარ ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი შემავსებელი ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს თანხა იხარჯება იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ, ჩვენი პარტიის საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად გამოიყენოს, ეს არ გამოგივათ. არ გამოგივათ დაშინება და ხელის შეშლა. ასევე, გუშინ ღამე სამტრედიაში ჩვენი შტაბის უფროსის მანქანა დალეწეს. ვიმეორებ, მთელი პარტია მობილიზებულები ვართ. შეგნებულად აღარ ვასახელებ სუს-ის იმ თანამშრომელებს, რომლებიც ასევე იდენტიფიცირებული გვყავს. უახლოეს ხანში მათ სახეებს და სიას ერთად წარმოგიდგენთ, თუ როგორ დასდევენ ჩვენი პარტიის ლიდერებს და ღონისძიებებს, იმისთვის, რომ როგორღაც დარჩნენ ხელისუფლებაში.

გპირდებით, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია, ეს არის გუშინდელი დღე, ასეთი საქართველო არავის სჭირდება, ასეთი ადამიანები არც სამეგრელოს და არც ზუგდიდის სახეა. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ამ მენტალობისა და ამ სახეებისგან საქართველოს ჩვენ სასწრაფოდ გავწმენდთ არჩევნებზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა