გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედის განცხადებით, მის შვილს სატელეფონო მიმოწერები არ წაუშლია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო ჩიქოვანის განცხადებით, მის შვილს სატელეფონო მიმოწერები არ წაუშლია. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

„ობიექტური სასამართლოს იმედი მაქვს. ვახოს არაფერი არ წაუშლია. გაგნიძის, ვახოს და რევაზიშვილის ტელეფონებიდან თვითონ წაშალეს ყველაფერი. ელექტრონული საათი ვახო ჩიქოვანს არასდროს ჰქონია", - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე 5 პირს: არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ნიკოლოზ რევაზიშვილი, ა.ქ. და ვახო ჩიქოვანი არის ბრალდებული.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა