„თიბისი“ კონცეპტის პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის  შეძენის შემთხვევაში, „თიბისის“ იპოთეკური ცენტრი მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

აქ, ახლა „თიბისი“ კონცეპტის მომხმარებლისთვის, საუკეთესო დროა ბინის შესაძენად, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თიბისის“ მისია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

„სწორედ ამიტომ, „თიბისი“ კონცეპტის პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, „თიბისის“ იპოთეკური ცენტრი მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

დამატებით, „თიბისი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელწიფო პროგრამაშია ჩართული, რაც 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობისათვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად, იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია.

„თიბისი“ კონცეპტი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ბინის შესაძენად განსაკუთრებულ პირობებს მომხმარებელს წამყვანი დეველოპერული კომპანიების სამშენებლო პროექტებში სთავაზობს: გრინჰილ რეზიდენსი, ანაგი - Sea Home ბათუმში, ანაგი - Park Home ვაკეში, ელთ ბილდინგი, კონსტრუქსუსი, კოხტა მიტარბი, მწვანე ქალაქი ლისზე, მარშალ გუდაური, ენსიდი, პრემიუმ ჯგუფი, კინორ ინვესტმენტი, რედკო - ახალი გუდაური, რედკო - Bamboo Beach Tsikhisdziri, რედკო - Green Home კრწანისი, ალფა სახლი ბაგებში, თბილისი ჰილსის რეზიდენცია, ვაკე ჰილსი.

დეტალური ინფორმაციის მიღება და სასურველი კომპანიისა და პროექტის შერჩევა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage

აღნიშნულ პლატფორმაზე ყოველკვირულად შეგიძლიათ გაეცნოთ „თიბისი“ კონცეპტის განახლებულ შეთავაზებებს.

პროცესის გამარტივებისთვის და მეტი კომფორტისთვის, ბინის შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარებაში ციფრული ნაკრების მომხმარებლებს - კონცეპტ ცენტრი, პრემიუმ ნაკრების მომხმარებლებს კი პერსონალური ბანკირი დაეხმარება“,- აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო