შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ძმის განცხადებით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალეულობას დაადასტურებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმის, ვახო რევაზიშვილის განცხადებით, არცერთი მტკიცებულება და ჩვენება არ არსებობს, რომელიც ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.

როგორც ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა განმარტავს, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის - კობა ჩიტიძის ჩვენებას სამართლებრივი ძალა არ აქვს.

„ჩიტიძის ჩვენება ამოღებული იქნება თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მის ჩვენებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. ჩიტიძის ჩვენება ერთადერთი მიზეზით იყო შექმნილი, რომ წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს საქმე გამოძიებულია. ეს ნამდვილად ასე არ არის. პროკურატურა გამუდმებით აპელირებს, რომ უამრავი მტკიცებულება აქვს, თუმცა, გთხოვთ, ჰკითხოთ, რომელ უამრავ მტკიცებულებაზეა საუბარი, როცა არცერთი მტკიცებულება და ჩვენება არ ადასტურებს, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილს გიორგი შაქარაშვილთან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა", - განაცხადა რევაზიშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ნიკოლოზ რევაზიშვილი, ა.ქ. და ვახო ჩიქოვანი არის ბრალდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა