დავით ზალკალიანი - ჩვენი და აშშ-ის სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს იმ მაღალ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც დიდწილად იქნება ერთ- ერთი გადამწყვეტი აშშ-დან საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს.

„მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უაღრესად პოზიტიურად აღიქვამს იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით, ასევე ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ის დინამიკა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის მიმართულებით, კულტურის თვალსაზრისით და ხალხთაშორისის ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, არის მთლიანად ის ჩარჩო, რაც ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებს.

საქართველოს ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ ჩვენი და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სურვილია, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს იმ მაღალ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ეს ანგარიში, რომელიც გამოიცა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, კიდევ ერთი დამხმარე ბერკეტი იქნება ამ მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში კიდევ უფრო ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო