გიორგი ვაშაძე - კალაძემ და მისმა გარემოცვამ ჩვენი მხარდამჭერები ათასობით ლარით უკანონოდ დააჯარიმა, ამან ვერ გაჭრა და ფიზიკური თავდასხმა დაგეგმეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა მხარდამჭერებს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან უცხო პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად ცდილობს მათ მხარდამჭერებზე იძალადოს.

„თავდასხმა მოხდა ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებზე, რომლებიც აგროვებდნენ ხელმოწერებს საბანკო სესხების პროცენტრის განახევრებასთან დაკავშირებით. კალაძემ და მერიის წარმომადგენლებმა ათობით ათასი ლარის ჯარიმა უკვე გამოუწერეს ჩვენს ახალგაზრდებს, ესეც სრულიად უკანონოდ. ამ ქმედებამ ვერ გაჭრა და როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს დააორგანიზონ ფიზიკური თავდასხმა ჩვენს მოხალისეებზე. ჩვენს ხელთ არსებულ ვიდეომასალაში ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ არ აპირებდა პოლიცია თავდამსხმელების დაკავებას, ასევე კარგად ჩანს თუ როგორ მივიდნენ თავდამსხმელები ჩვენს სარეკლამო ბანერთან და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ახალგაზრდებს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად უკანონო ქმედება, რომელიც კარგად მიუთითებს თუ რა ტიპის არჩევნების ჩატარებას გეგმავს „დამსხვრეული ოცნებების პარტია.“

„მე მინდა პირდაპირ ვუთხრა მათ, ამ მართლაც დამსხვრეულ ოცნებას არ გაგივათ ხალხნო, თქვენი არავის არ ეშინია. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველა დეტალი არის დაფიქსირებული ვიდეომასალაში, ყველა დეტალი არის დაფიქსირებული ჩვენს მოქმედებებში. კადრებში კარგად ჩანს, თუ რამდენი ხანი ითხოვდნენ ამ ადამიანის დაკავებას ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ იყვნენ და რამდენი ხნის განმავლობაში ვერ წყვეტდა პოლიცია დაეკავებინათ თუ არა ის. როგორც ჩანს გარკვეული ზარები ხორციელდებოდა პოლიციის წარმომადგენლებთან, რომ არ მომხდარიყო ამ ადამიანების დაკავება. ეს არის დაუშვებელი, ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობას შევეგუოთ ამ არჩევნების პერიოდში და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ დამსხვრეული ოცნებების პარტიას: თუ თქვენ ასე აპირებთ არჩევნების ჩატარებას, მიიღებთ ძალიან მკაცრ პასუხს ჩვენგან,“ - მიმართავს ვაშაძე ხელისუფლებას.

ვაშაძე მოქმედი მთავრობისგან დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებზე ძალადობის ფაქტებმა იმატა.

„მოვითხოვთ, ხელი არ წაგიცდეთ ჩვენს ახალგაზრდებზე და შეეშვით ძალადობას. ქვეყანაში ასე უკანონოდ პარპაშის დრო გეწურებათ, დაგრჩათ სულ რაღაც, ორ თვეზე ნაკლები. გინდათ, რომ ასეთი თავდასხმებით შეაშინოთ ჩვენი ახალგაზრდა მხარდამჭერები? თქვენი არავის ეშინია და ეს არ გაგივათ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ გვაქვს უმკაცრესი რეაგირება, მონიტორინგზე გვყავს ეს თქვენი უკანონო ქმედებები აყვანილი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე.

რა ძალაც არ უნდა დაგვიპირისპიროთ ჩვენ ძალადობაში არ აგყვებით, მშვიდობიანად გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან, რადგან თქვენ ხართ ის ძალა, რომელმაც სიღარიბისთვის, გაჭირვებისთვის, ძალადობისთვის და კრიმინალისთის გაწირა ეს ქვეყანა. კორუმპირებულები ხართ და ერთადერთი ინტერესი გაგაჩნიათ: დაიცვათ საკუთარი ჯიბე. ეს აღარ გაგიგავთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე და პრინციპულად ყველა უსამართლობას გავაპროტესტებთ, რაც დღეს ქვეყანაშია, ეს ყველაფერი აღმშენებლობის იდეის გამარჯვებით დასრულდება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„ელიტ ელექტრონიქსში“ iPhone 13-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო
სამშენებლო გამოფენა და უძრავი ქონების ფორუმი - Caucasus Build ახალი კონცეფციით ბრუნდება
გლობალურმა ექსპერტმა კვების დარგში Herbalife Nutrition-მა თბილისში, ახალი ინოვაციური გაყიდვების ცენტრი გახსნა
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში მუხრანში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
Bolt და Bolt Food პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების შვილებისთვის ახალ, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებენ