ადვოკატი - შაქარაშვილის საქმე არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც მტკიცებულებების გარეშე მოხდა არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობაზე ბრალდება

ეს არის ის სისხლის სამართლის საქმე, სადაც პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნები მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან ბრალდებულების და არასრულწლოვნის შემხებლობა არ დგინდება, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ საქმეში არასრულწლოვნების ბრალდება მტკიცებულებების გარეშე მოხდა.

„ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა მასალები, რომლითაც გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან არცერთი ბრალდებულის შემხებლობა არ დგინდება. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც მტკიცებულებების გარეშე მოხდა არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობაზე ბრალდება. ჩვენ წარმოვადგინეთ არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები, გამოკითხვის ოქმები, რომლის დაშვებასაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოვითხოვთ. იმედია, სასამართლო ამ საქმეზე მაინც იმსჯელებს ობიექტურად და მიუკერძოებლად. ეს არის ის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდების მხარემ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნები მოიპოვა, რითაც არ დგინდება გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან ბრალდებულების და არასრულწლოვნის შემხებლობა, რის გამოც, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დასკვნები ამ კონკრეტული სისხლის სამართლისთვის არ დაერთოთ, რომლის წარმოდგენაც ჩვენ მოვახდინეთ", - განაცხადა გელხაურმა.

მისივე თქმით, „ტოიოტა ქამრიში" - ხიდთან, მძღოლის გარდა, კიდევ ორი პირი დაბრუნდა.

„ასევე დაცვის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, დაენიშნა ექსპერტიზა იმ ვიდეოჩანაწერებზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ "ტოიოტა ქამრში" მხოლოდ მძღოლი ვასილ მახარაძე არ ჯდება, რომელიც განზრახ მკვლელობაში არ არის ბრალდებული. გასუფთავდეს ეს ვიდეოჩანაწერი და გამოჩნდება, რომ "ტოიოტა ქამრში" მინიმუმ, სამი პირი ჯდება. იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობის და დასაკითხ პირთა სიიდან ამოღების შუამდგომლობას დავაყენებთ, რომლებმაც ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს. ესენი არიან გურამ ამირხანაშვილი, ვახო ახვლედიანი, ისინი არ არიან სანდო მოწმეები და სასამართლოს სანდო ინფორმაციას არ მიაწვდიან", - განაცხადა გელხაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო