ჯუზეპე კონტე - პრეზიდენტმა პუტინმა მაცნობა, რომ ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აცნობა, რომ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ინციდენტის შემსწავლელი კომისიის შექმნას აპირებდა.

„პრეზიდენტმა პუტინმა მაცნობა, რომ ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის და მზადაა, გერმანიის ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს. თანამშრომლობა გახლავთ საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ დრამატული მოვლენების უარყოფითი ზეგავლენა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - განაცხად ჯუზეპე კონტემ.

მისივე თქმით, ნავალნის გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით იტალიისა და გერმანიის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

„აუცილებელია, სრული ნათელი მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა,“- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო