რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ე.წ. ახალი სახეები მეცოდებიან

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას" სიაში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეებიც ეყოლება და ამაში მოულოდნელობა არაფერი არ არის. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ახალ სახეებს რეპუტაცია შეელახებათ.

„გამეორდება ის, რაც მოხდა 2016- ში, იქნება ძველი და ახალი სახეები. შემოდიან ახალი სახეები ძალიან ლამაზები და მერე გადიან 4 წლის შემდეგ ტალახიანები. აი, ამ ქვაბში იხარშება ყველა ერთი პრინციპით - მორჩილება, მორჩილება და მორჩილება, ივანიშვილის დავალებების შესრულება. 2016- ში ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ინგლისურის მცოდნეები ეყოლებათ ბევრი ახალი სახე, მართლაც შემოიყვანეს და ახლა ნახეთ, როგორ დაძველდნენ და ამორტიზდნენ ის ახალი სახეები, გაცვდნენ და რეპუტაცია შელახულები გახდნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც უყარეს კენჭი ნიკა მელიას დაპატიმრებას, კონსტიტუციური ცვლილებები ჩააგდეს, ამიტომ მეცოდებიან ე.წ. ახალი სახეები, რომლებიც რიგითი პაიკები იქნებიან ისევე, როგორც ძველი სახეები“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას დღეს გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო