ამირან გამყრელიძე - მიუხედავად იმასა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა გვაქვს, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდვითარება კონტროლირებადია.

მისივე თქმით, „სამედიცინო სფეროს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას პულსზე ხელი კარგად უჭირავს“.

„მიუხედავად იმასა, რომ ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. სამედიცინო სფეროს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას კარგად გვიჭირავს პულსზე ხელი და ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტს მივდევთ, ადვილად ვაკეთებთ მის იდენტიფიცირებას და შემდგომ იზოლირებას თუ კარანტინს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობის მხარდაჭერა და რეკომენდაციების სრულად დაცვა აუცილებელია.

„მოსახლეობის მხარდაჭერა აუცილებელია. ერთის მხრივ ამ შემთხვევებმა არ უნდა დათესონ პანიკა მოსახლეობაში, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მართვადია, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ძალიან საყურადღებოა შემთხვევების ამ ტიპის ზრდა. სახელმწიფომ, ექიმებმა და მოსახლეობამ ერთად უნდა შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაჟღერებთ. შეიძლება თავი მოგაბეზრეთ ერთი და იგივეს ლაპარაკით, მაგრამ ეს აუცილებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო