საბერძნეთი ევროკავშირისგან თურქეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მოითხოვს

ევროკავშირის ლიდერებმა თურქეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესონ იმ შემთხვევაში, თუკი ანკარა სამხედრო ხომალდებსა და გაზის საბურღ გემებს კვიპროსის წყლებიდან არ გაიყვანს,- ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მილტიადის ვარვიციოტისმა განაცხადა.

„სანქციები მკაცრი უნდა იყოს, ის გარკვეული დროით უნდა დაწესდეს, თუმცა მკაცრი უნდა იყოს და შემდეგი მესიჯი გააგზავნოს: ევროპა აქაა იმისთვის, რომ მოლაპარაკება გამართოს, მაგრამ იმისთვისაც, რომ საკუთარი ღირებულებები დაიცვას,“- განაცხად ბერძენმა დიპლომატმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები 24-25 სექტემბერს სპეციალურ სამიტს გამართავენ, სადაც კვიპროსსა და თურქეთს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ენერგორესურსებთან დაკავშირებით არსებული კრიზისის დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა