დავით ჭიჭინაძე - 2020 წელი „ქართული ოცნების" ოპოზიციაში გადასვლის წელი იქნება

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ 2020 წელი „ქართული ოცნების" ოპოზიციაში გადასვლის წელი იქნება. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში საზოგადოებისთვის სანდო ადამიანები არ იქნებიან.

„ივანიშვილის კრიტერიუმები ჩვენ ვნახეთ, რაც უფრო მავნებლურად ექცევა მინისტრი ან მისი გუნდის წევრი ამ ქვეყანას, ეს არის მისთვის ყველაზე დამაკმაყოფილებელი კრიტერიუმი. ის რომ "ქართულ ოცნებას" არ ეყოლება ადამიანები, რომლებიც მოსახლეობაში ნდობას გააჩენს, ამას წინასწარ ვხვდებით, რადგან ასეთ ადამიანებს ვერ ვხედავთ სატელევიზიო ეთერებში მათ მხარდამჭერებად. გახარია, წულუკიანი, ღარიბაშვილი, თალაკვაძე, კობახიძე - ეს ადამიანები“ ქართულ ოცნებას“ მხოლოდ იმ შედეგს მისცემენ რაც ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ, ანუ უკუსვლა და ხალხის იმედგაცრუება. „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ნაბიჯი, როცა ის ხელისუფლებას ემშვიდობება", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისათვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას დღეს გამართავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა