ლევან კობერიძე - მიხეილ სააკაშვილს სჩვეოდა, რომ 2-2-ჯერ ხსნიდა შენობებს, ამ მთავრობას რატომღაც დასჩემდა რიცხვების  2-2-ჯერ გამეორება

თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს სჩვეოდა ხოლმე, 2-2-ჯერ ხსნიდა შენობებს, ამ მთავრობას რატომღაც დასჩემდა რიცხვების 2-2-ჯერ გამეორება,- - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან მთავრობის მხრიდან განსხვავებული თანხების დასახელების მაგალითად 200- ლარიანი დახმარება მოიყვანა.

“ჩემი აზრით, გაუგებრობას იწვევს მთავრობის მხრიდან გარკვეული თანხების ორ-ორჯერ დასახელება. მაგალითად, როდესაც თავდაპირველად კოვიდთან დაკავშირებით 460 მილიონი იყო დაანონსებული 200-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით, შემდეგ ვნახეთ, რომ პირველ სამ თვეში მხოლოდ 70 მილიონი იყო ათვისებული და სავარაუდოდ, 70 იგეგმებოდა შემდეგ სამ თვეშიც და შესაბამისად, ფაქტობრივად თავდაპირველად გაცხადებული თანხიდან 320 მილიონი რჩებოდა. შემდეგ, მთავრობამ ზარ-ზეიმით 410 მილიონი დააანონსა, ეს მოსახლეობაში გაუგებრობას იწვევს. გამოვიდა, რომ მთავრობამ 2-ჯერ დაასახელა თანხები ერთი და იგივე მიმართულებით. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს სჩვეოდა ხოლმე, 2-2-ჯერ ხსნიდა შენობებს, ამ მთავრობას რატომღაც დასჩემდა რიცხვების 2-2-ჯერ გამეორება, ისევე როგორც მთავრობის მომსახურების ერთიანი სერვისცენტრების გახსნასთან დაკავშირებით. ბატონი გიორგი კვირიკაშვილის დროს იყო ეს პროექტი და გიორგი გახარიამ ხელახლა დააანონსა წინასაარჩევნოდ. დუბლირებები გამოდის და მერე მთავრობა თავს იწონებს, რომ დიდი რაოდენობით თანხები მოიზიდა“, -აღნიშნა კობერიძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით