„საქართველოს ბანკმა“ 500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საკუთარი ტოპ 5-ეული დაასახელა

„საქართველოს ბანკისა“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აქტიურად განარძობს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაცით, სწორედ 500 Georgia-ს პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკს“ უკვე ჰყავს პროგრამაში ჩართული სტარტაპების საკუთარი ტოპ 5-ეული. ესენი არიან: Nextsale, Cargon, Cardeal, Phubber, და Stack.

500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და აქსელერატორში ჩართულ სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი იდეების დახვეწაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებულ კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ. პროექტი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად.

ზემოთ აღნიშნული ტოპ 5-ეული აქსელერაციის მეორე რაუნდში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. საბოლოოდ, აქსელერაციის ორივე ნაკადიდან შერჩეული ტოპ 10 -დან 2 რჩეული სტარტაპი ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე სილიკონ ველიზე წარუდგენს.

„საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ამჯერად 1 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით, მსოფლიოში წამყვან აქსელერაციის პროგრამას უწევს პარტნიორობას. გვიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში 500 Startups-ის მასშტაბის მქონე პროექტები ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზანი პროგრამაში ჩართული კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური ეკოსისტემის განვითარებას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.

„500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საქართველოს ბანკის მიერ შერჩეული ტოპ 5-ეულის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/watch/?v=656226335276815&extid=fZMOraahcgYYvHcg

ინფორმაციისთვის, 500 Startups-ი მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე