„თიბისი“ აქ. ახლა კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს

„თიბისი“ აქ. ახლა კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, დღეიდან ვებ-გვერდზე- herenow.ge - საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან აუდიო ჩანაწერების ლაივ რეჟიმში მოსმენა იქნება შესაძლებელი. ონლაინ რადიო „თიბისის“ ახალ სტრატეგიას ემსახურება, რომლის ფარგლებშიც ბრენდი ყოველ სიახლეს „აქ და ახლა“ სთავაზობს მომხმარებელს.

ხმოვანი მასალა, რომელიც საველე ჩანაწერების, აუდიო არქივის, პოდკასტებისა და ქართველი არტისტების ნამუშევრებისგან შედგება მუდმივ რეჟიმში განახლდება.

აუდიო პლატფორმას რამდენიმე მიმართულება აქვს:

საველე ჩანაწერები, რომელიც მოიცავს ხმებს სხვადასხვა ლოკაციიდან;

XX საუკუნის ქართული აუდიო არქივი;

შემეცნებითი პოდკასტები;

აუდიო ლექციები;

ქართველი მუსიკოსების ნამუშევრები;

აქ. ახლა შენ უკვე შეგიძლია მოუსმინო თბილისის ხმას: დედაქალაქის ურბანულ ხმებზე აგებული კომპოზიცია: https://herenow.ge/

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა