არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება - „ერთად არჩევნებისთვის“ საკარანტინო სივრცეებში კენჭისყრის უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციით გამოდის

არასამთავრო ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ერთად არჩევნებისთვის“ რეკომენდაციაა განისაზღვროს ჩატარდება თუ არა კენჭისყრა საკარანტინო სივრცეებში”,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება ,,ერთად არჩევნებისთვის“ აცნობეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არასამთავრო ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ერთად არჩევნებისთვის“ რეკომენდაციაა, საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ჩატარების შემთხვევაში, საკარანტინე სივრცეებში, სადაც განთავსებულია 200 ამომრჩეველზე მეტი, საარჩევნო უბანი გაიხსნას.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში, ახლო მომავალში, მოსალოდნელია Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რაც, შესაბამისად, გამოიწვევს საკარანტინე სივრცეებში განთავსებულ ადამიანთა რაოდენობის მატებას.

ცესკოს მთავარ ამოცანას, რა თქმა უნდა წარმოადგენს კენჭისყრის დღეს, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვან ამოცანად გვესახება კენჭისყრაში მონაწილე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, რაც უკვე, ჩვენი აზრით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - ჯანდაცვის სამინისტრო) პრეროგატივას წარმოადგენს.

ამ მიზნების უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტრომ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, ცესკოს უნდა გადასცეს ინფორმაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, კორონავირუსით ახლად ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ. მაგრამ, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანოს რეკომენდაცია ცესკოსადმი იყოს მკაფიო.

არასამთავრო ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ერთად არჩევნებისთვის“ რეკომენდაციაა: განისაზღვროს ჩატარდება თუ არა კენჭისყრა საკარანტინო სივრცეებში.

საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ჩატარების შემთხვევაში, საკარანტინე სივრცეებში, სადაც განთავსებულია 200 ამომრჩეველზე მეტი, მიზანშეწონილია გაიხსნას საარჩევნო უბანი.

საკარანტინე სივრცეებში, სადაც 200 ამომრჩეველზე ნაკლებია, მიზანშეწონილია გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მოხდეს კენჭისყრის ჩატარება.

ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება უნდა მოხდეს ადგილზე (სადაც უნდა გაიხსნას საარჩევნო უბანი), სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში.

საკარანტინე სივრცეებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები მიზანშეწონილია ელექტრონული საშუალებებით მიეწოდოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

საარჩევნო დოკუმენტაცია და ინვენტარი მიზანშეწონილია დაილუქოს და შესაბამისი საკარანტინე დღეების გავლის შემდეგ გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო