ENKA Renewables-მა II კვარტალში 12 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ENKA Renewables-მა (შპს „ენკა რინიუებლზ“) 2020 წლის მეორე კვარტალში 12 მილიონი ლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ENKA Renewables-დან აცნობეს.

ინვესტორ კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად პროექტზე 300-მდე ადამიანი მუშაობს.

ნამახვანის პროექტზე, ჯამში, 2000 ადამიანამდე დასაქმდება, საიდანაც 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.

„როგორც ცნობილია, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). კომპანია ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს მსოფლიოს 64 ქვეყანაში, სადაც ამჟამად 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო