„სამოქალაქო პლატფორმა 20/20” მოუწოდებს ცესკოს, დროულად მიანიჭოს ნომერი პოლიტიკურ სუბიექტებს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20” მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად მიანიჭოს ნომერი პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-დან“ აცნობეს.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრის დროულად მინიჭება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკური სუბიექტები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ და მათ შესაძლებლობა მიეცეთ ჩაატარონ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, წინასაარჩევნო პერიოდში შექმნას ისეთი პირობები, რითაც პოლიტიკურ პარტიებს მისცემს ყველა შესაძლებლობას კამპანია ჩაატარონ სრულყოფილად. პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საკუთარ ამომრჩეველს და დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია, მათ შორის, საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის შესახებ“,- განმარტა თევზაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია დაიცვას ყველა პოლიტიკური პარტიის უფლებები და მისცეს გარანტიები, რომ მათი მხრიდან ისინი თანაბარ მდგომარეობაში იქნებიან ჩაყენებული.

საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საარჩევნო სუბიექტს უნდა განესაზღვროს რიგითი ნომერი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა