„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ყრუაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, გია ყრუაშვილი რკინიგზაში შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს.

„ინტერპრესნიუსი“„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გია ყრუაშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„ბატონო პრემიერო-მინისტრო, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ელმავალმშენებლების მუშებთან აპირებთ შეხვედრას. ამ დღეებში უამრავი რკინიგზელი დამიკავშირდა, რომლებიც თავის დროზე სამსახურიდან უმიზეზოდ დაითხოვეს. ისინი თქვენგან მოითხოვენ პასუხს, თუ რის საფუძველზე მოხდა მათი უფლებების შელახვა.

ჩემი მიზანი არ არის ვითარების გამწვავება. ჩემი მიზანია არსებული პრობლემების მოგვარება რკინიგზის სექტორში. პირადად მე, როგორც ერთ-ერთი რკინიგზელი, მონაწილეობის მიღებას აღნიშნულ შეხვედრაში არ ვაპირებ. არ მსურს შეხვედრისას ვითარება დაიძაბოს და ამით რომელიმე პროვოკატორმა ისარგებლოს, თუმცა ნამდვილად მინდა გადმოგცეთ იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომელიც რკინიგზაში წლების განმავლობაში დაგროვდა.

„საქართველოს რკინიგზა“ დღეს ქართული ეკონომიკის წამგებიან სექტორად იქცა, განადგურების პირასაა ელმავალმშენებელი ქარხანა. მუშახელი თითქმის აღარ დარჩა, ხოლო ვინც დარჩა, გაუსაძლის პირობებში უწევს მუშაობა, არა და იყო დრო, როდესაც „საქართველოს რკინიგზა“ ქართული ეკონომიკის მთავარ ლოკომოტივს წარმოადგენდა.

ჩვენ წლებია ვიბრძვით სამართლიანობისათვის, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პრობლემები, ისევ პრობლემად რჩება.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, რკინიგზელებთან შეხვედრა თუ პრობლემების მოსაგვარებლად და ხალხის კეთილდღეობისთვის გსურთ, რა თქმა უნდა, ამას მივესალმები, ხოლო, თუ იმიტომ გინდათ მათთან შეხვედრა, რომ წინასაარჩევნო აქტივში დაფიქსირდეს, ეს საკუთარი თავის მოტყუება იქნება და ასევე რკინიგზელების “, - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ყრუაშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ ღია წერილში, რომელსაც “თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს