შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის დის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას და პროკურატურას არ ენდობა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის დის თინათინ გაგნიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მეორე დღეს მისი ძმა სხვებთან ერთად იმის გამო ჩავიდა, რომ დაკარგული პირი გურამ ამირხანაშვილი ეგონა.

ამასთან, თინათინ გაგნიძე განმარტავს, რომ ოჯახი გამოძიებას არ ენდობა.

„ოჯახის წევრებს არ გვაქვს უფლება მტკიცებულებების ნაწილის გაგების, რატომღაც 23 ტომის გასაჯაროების შემდეგ მოინდომა პროკურატურამ დარჩენილი ტომების არგასაჯაროება.

ოჯახი გამოძიებას და პროკურატურას არ ვენდობით. ამის მიზეზი ბევრია, მაგალითად, წაშლილი google map-ის გადაადგილების ტრაექტორიაა, ასევე ჩემი ძმის მოთხოვილ ექსპერიმენტზე უარის თქმა.

googlmap-ში 13 ივნისს ფიქსირდება ბოლო მონაცემი უცხო ლოკაციიდან, 18 და 19 ივნისის ლოკაციები რატომ აღარ არის? არჩილ გაგნიძე გამოძიებასთან პირველივე დღიდან თანამშრომლობდა. მან ჩააბარა ჩვენება, ანაწმენდი, გაურეცხავი ტანსაცმელი, ანაბეჭდი, მობილური ტელეფონი და ფეხსაცმელი. ჩემი ძმის მცხეთაში წასვლის მიზეზი იქ დარჩენილი ბავშვების და მანქანის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია იყო. ის წამოსაყვანად წავიდა, ჩასულს კი იქ არავინ დახვდა. ის საქმის გასარჩევად არ წასულა, ისინი დასახმარებლად წავიდნენ, რადგანაც იქ ბავშვები იყვნენ, შეეშინდათ, რამე არ მომხდარიყო. ჩემი ძმა არავის იცნობდა ვასილ მახარაძის და ნიკოლოზ რევაზიშვილის გარდა. მეორე დღეს, არჩილი იქ მარტო არ ყოფილა. იქ იმის გამო წავიდნენ, ეგონათ ამირხანაშვილი, რომელიც წამოიყვანეს დაკარგული იყო და სახლში არ იყო მისული. ვახო ჩიქოვანი მცხეთაში არავის წაუყვანია, ის თავისი ნებით წავიდა. იქ იმის გამო გაჩერდნენ, რომ ის ბავშვები ეგონათ ისინი, ვინც მათ უნდა წამოეყვანათ. მსგავსი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს და ამისგან დაზღვეული არავინაა. თუ დააკვირდებით ნიკოლოზ რევაზიშვილის გასაჯაროებულ კადრებს, იქ ჩანს, რომ ჩემი ძმა და ნიკოლოზ რევაზიშვილი სწრაფი ნაბიჯებით გაყვნენ მათ და შემდეგ გაჩერდნენ გზაზე, იქ უკვე ჩანს, რომ მიდიან თავიანთი ნებით. პროკურატურა ძალიან ბევრს რამეს ამბობს, თუმცა, არცერთი სიმართლე არ არის.

არჩილ გაგნიძეს არავისთვის არ შეუგინებია და მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, ასე რომ, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ყველა ტყუილია. ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება თავიდან ბოლომდე ფარსია, ის არის პროკურატურის სასარგებლოდ შედგენილი. იმას, რასაც პროკურატურა ამბობს, ფარსია”,- განაცხადა გაგნიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არჩილ გაგნიძეს ექსპერტიზის დროს ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა.

“ჩემი ძმას ექსპერიმენტამდე ფრჩხილები არ დაუჭრია. არჩილს ფრჩხილი ზუსტად ზომაზე ჰქონდა. არც დაზარალებულს და ამირხანაშვილს ჰქონდა ფრჩხილები და მაშინ ის ბავშვებიც დამნაშავეები არიან?" - განაცხადა გაგნიძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით