„საქართველოს ბანკი” და ოლიმპიური კომიტეტი პარტნიორობას 2025 წლის ჩათვლით გააგრძელებენ

“საქართველოს ბანკსა” და ოლიმპიურ, ასევე პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პარტნიორობა კიდევ 5 წლით გაგრძელდება.

თანამშრომლობის ფარგლებში „საქართველოს ბანკი“ კომიტეტებს 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

პარტნიორობის მთავარი მიზანი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა და ქომაგობაა. ბანკისა და კომიტეტების ურთიერთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსმენების ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას და გავრცელებას, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის მხარდაჭერა.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით სპორტის პოპულარიზაციას.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის მრავალწლიანი, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენთვის დიდი პატივია სწორედ იმ სპორტსმენების მხარდაჭერა, რომლებიც არ ჩერდებიან, დაუღალავად ემზადებიან და მოტივირებულები არიან, რათა საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინონ. თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით სპორტის პოპულარიზაციას და სპორტსმენებს სამომავლო განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ წვლილისთვის, რაც სპორტის განვითარებაში შეიტანეს და არაერთი ჯილდოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით მოიპოვეს. ჩვენ გვეამაყება ჩვენი ოლიმპიელების გულშემატკივრობა“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა