ლევან კობერიძე - საჯაროდ ვურჩიე ივანიშვილს, რომ თუ მას შემდეგ წლებში, პოლიტიკაში გარკვეული გავლენის შენარჩუნება სურს, დროულად უნდა ჩამოშორდეს „ოცნებას"

მე საჯაროდ ვურჩიე ბიძინა ივანიშვილს, რომ თუ მას პოლიტიკაში გარკვეული გავლენის შენარჩუნება სურს შემდეგ წლებში, დროულად უნდა ჩამოშორდეს "ქართულ ოცნებას" და მგონი ყურად იღო და ნელ - ნელა დისტანცირებას აკეთებს „ოცნებისგან", - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვერანაირი სიის განახლება "ქართულ ოცნებას" ვერ უშველის, რადგან ხალხი კარგად ხედავს რა ხდება "პოლიტიკურ ველზე".

„საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება არის მთლიანად "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით და მათი რეიტინგი არის დაღმავალი. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მიუხედავად კორონავირუსის ფონისა, არჩევნები აქტიურობით იქნება გამორჩეული, "ლელო" იქნება ის ახალი ძალა, ვისაც ელოდება ამომრჩეველი, რომლის გარეშეც მთავრობის ფორმირება იქნება შეუძლებელი, "ოცნება" ვერანაირად ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა დარწმუნებით,"- განაცხადა კობერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო