ნათია თურნავა - გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც გაზრდის ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის ამ გარემოს

„2017 წელს საქართველო გახდა ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი, ამან დღის წესრიგში დააყენა ახალი გამოწვევები და ამოცანები, რომ ჩვენ არამარტო ძლიერ ენერგეტიკულ ბაზრად, არამედ ევროპულ ყაიდაზე, ევროპული სტრუქტურით და წესით ფუნქციონირებად ბაზრად გარდავიქმნათ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით ბევრი სიახლეა - დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ცივილიზებულ, გამჭვირვალე ბაზრის ელემენტებს გააძლიერებს ენერგეტიკაში, ასევე მიღებულია ჩარჩო-კანონმდებლობის მთელი პაკეტი.

„მივიღეთ განახლებული კანონი ენერგეტიკის შესახებ, ახალი კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როგორ განვავითაროთ თუნდაც საკანონმდებლო ჩარჩო, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას, ბაზრის გამჭვირვალობას და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ამ გარემოს, იმიტომ, რომ ეს იქნება განსაკუთრებით ევროპული, დასავლელი ინვესტორებისთვის ნაცნობი თამაშის წესები“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა