ქვემო სამგორში, ჭიჭინაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ჭიჭინაძის ქუჩაზე გაიხსნა.

ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

„ჭიჭინაძის ქ. N1-ის მიმდებარედ, 1 100 კვ.მ ფართობზე საბავშვო მოედნები სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები განთავსდა. სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა. ასევე, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედნებზე კაუჩუკის საფარი მოიხატა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო გარე განათების სისტემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 186 500 ლარია.

„სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულა. სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს 22 სკვერი მოაწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო