ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის  ენერგეტიკოსები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ელექტროენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკოსები დააჯილდოვა.

„მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე ყველას, იმ ადამიანებს, რომელთა შრომა, ცოდნა და თავდადება ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა და ქმნის ქართულ ენერგეტიკას“, - განაცხადა ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა არის მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მყარი საფუძველია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ძლიერების.

„ეს არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს