თამარ გაბუნია - დღევანდელ სიტუაციას მკაფიოდ მეორე ტალღას ვერ დავარქმევთ, ტალღები - მეორე და შესაძლოა, მესამეც, რაზეც არის მოლოდინი, იქნება მოგვიანებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში იმყოფება, თუმცა ახლა ქვეყანაში ეპიდემიის მეორე ტალღა არ არის.

როგორც გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველოში ინფიცირების რაოდენობის უჩვეულო მატებაა, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსის მხოლოდ ლოკალურ გავრცელებასთან გვაქვს საქმე.

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ეპიდემიის აქტიურ ფაზაში. ის პირველი ეტაპი მშვიდად გავიარეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში ამ პერიოდს აფასებს როგორც პირველ აქტიურ ფაზას, რომელშიც ყველა ვიყავით. რაც შეეხება მეორე ტალღას, ადრეც გვქონდა მოლოდინი, რომ შემოდგომის პერიოდში, როდესაც იქნება მეტად სოციალური აქტივობებით გადანაცვლება დახურულ შენობებში, უფრო სწრაფი და მაღალი გავრცელება ეპიდემიის არის მოსალოდნელი. ამიტომ მეორე ტალღის მოლოდინი არის მოგვიანებით. გვაქვს გარკვეული შუალედური ეტაპი, უჩვეულო მატებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სიტუაცია არის კონტროლირებადი და არის საფუძვლები, რომ მოხდეს ამ შემთხვევის მატების კუპირება, რადგან ჯერჯერობით ლოკალურ გავრცელებასთან გვაქვს საქმე და კონტაქტების გამოვლენა უმრავლეს შემთხვევაში მაინც შესაძლებელია.

ტალღური მიმდინარეობა ეპიდემიაში იქნება, რადგან ეპიდემია ზოგადად დინამიური პროცესია. ტალღები - მეორე და შესაძლოა, მესამეც, რაზეც არის მოლოდინი, იქნება მოგვიანებით. დღევანდელ სიტუაციას მკაფიოდ მეორე ტალღას ვერ დავარქმევთ, თუმცა ეპიდემიის აქტიური ფაზა არის“,- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მეორე ტალღაზე საუბარი იქნება მაშინ, როდესაც შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად გაიზრდება და ეპიდემიის გავრცელების ხასიათი უფრო ფართო იქნება.

„ესკალაციასთან უნდა გვქონდეს საქმე, ანუ, როდესაც გვექნება შემთხვევები, რომლებიც სტაბილურად იზრდება და იქნება შიდა გადაცემა. ასევე, როდესაც გართულებული იქნება კონტაქტების მოკვლევა და ვეღარ დავადგენთ უმრავლეს შემთხვევაში, ვინ იყო ინდექს პაციენტი, ეს არის ტალღური გავრცელება, რაც შედარებით ფართო მასშტაბებს მიიღებს. ჩვენ დღეს ლოკალიზებული გვაქვს ეპიდემია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფართო ხასიათს არ მიიღებს, მაგრამ ტალღური გავრცელება იქნება ფართო“,- განაცხადა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს