თამარ გაბუნია - გადავინაცვლეთ „ყვითელ ზონაში“, ვართ „მწვანე“ და განგაშის ეტაპს შორის

საქართველომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მწვანე ზონიდან ყვითლისკენ გადაინაცვლა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

გაბუნია განმარტავს, რომ დღევანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველო მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორისაა.

„ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგიური მოდელი, რომელიც საქართველოსთვის მომზადდა. ბევრი ქვეყანა სხვადასხვა მაჩვენებლებს იყენებს. ჩვენ ნიშნული ავიღეთ 10 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, რაც არის მწვანე ნიშნული.

დღევანდელი დილის მონაცემით, ეს მაჩვენებელი არის 10 და 10.2, რაც ნიშნავს, რომ გადავინაცვლეთ შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში - ყვითელი ზონა.

ყვითელი ზონა არის 100 000 მოსახლეზე 10 შემთხვევიდან 30 შემთხვევამდე, რიცხვებში გამოდის 370-დან 1100 შემთხვევა, რაც ორი კვირის განმავლობაში თუ გვექნება, უკვე არის ყვითელი.

100 000 მოსახლეზე 30 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, წითელი ზონაა. ჯერ ჩვენ ვართ მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა