აჭარაში და ეპიდაფეთქების კერებში ნამყოფ ყველა პედაგოგს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

აჭარაში და ეპიდაფეთქების კერებში ნამყოფ ყველა პედაგოგს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, განათლების სამინისტროდან უკვე მიღებული აქვთ პედაგოგთა სიები და გასატესტი 2300-მდე პირია.

„ყველა პედაგოგის ტესტირება საკმაოდ რთულია, რადგან 45 ათასი პედაგოგია საქართველოში და ერთ კვირაში მათი ტესტირება საკმაოდ რთულია. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მოგვცეს დავალება და დაახლოებით ერთი საათის წინ მივიღე სიები, რომ აჭარაში და ეპიდკერებში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფი ყველა პედაგოგი გაიტესტოს. თუ არ ვცდები ასეთი 2300-მდე პედაგოგია, ვინც 20 აგვისტოს შემდგომ იყვნენ აჭარაში და სხვა ეპიდაფთქების ზონებში. შევეცდებით მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ტესტირება ჩავუტაროთ. განათლების სამინისტრომ როგორც გითხარით, ერთი საათის წინ მოგვაწოდა სიები და ახლა ჩემი თანამშრომლები მუშაობენ რაიონების მიხედვით მათ სელექციაზე. შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტში მოიწვევენ ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ამ პედაგოგებს და აუღებენ ბიოლოგიურ ნიმუშებს. ვეცდებით, ყველა მათგანის ტესტირება სწავლის დაწყებამდე ჩატარდეს.

შემდგომ ეტაპზე იგეგმება პედაგოგების რანდომული, ანუ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ტესტირება. ამის პროგრამა კეთდება, რომ შემთხვევით შერჩეული ყოველი მე-5 თუ ყოველი მე-10 პედაგოგი გაიტესტოს. ასეთი ტიპის ტესტირებას დავიწყებთ ალბათ, მომავალი ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ არა მასობრივ ტესტირებას. დღეს გვქონდა ტესტირების პიკური მაჩვენებელი, 9 ათასამდე იყო დღეს დილისთვის 24 საათში ტესტირებულთა რაოდენობა. ეს ლაბორატორიებისთვის დატვირთვაა, მაგრამ ჯერჯერობით უძლებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს