,,ლელომ” ბათუმში ,,პატრიოტთა ალიანსის" ბანერი ერთიანი საქართველოს რუკით შეცვალა

,,ლელომ” ბათუმში ,,პატრიოტთა ალიანსის" ანტისახელმწიფოებრივი ბანერი ერთიანი საქართველოს რუკით შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

“ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, დასრულდა ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ბანერის ისტორია, რომელიც "პატრიოტთა ალიანსმა" განათავსა ბათუმში, “ლელომ” კი მათი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი დაასრულა.

“დღეს ამავე ადგილზე გავაკარით ერთიანი საქართველოს რუკა, სახელმწიფო დროშის ფონზე. მოდიოდა ხალხი და გვეუბნებოდა: ,,გვეგონა, თქვენი ფოტოები უნდა გაგეკრათო!" პასუხი კი ცალსახაა: ჩვენ გვჭირდება ნამდვილი პატრიოტული პრინციპულობა, ერთიანობა და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე არა ჩვენი სახელების და ფოტოების ფრიალი, არამედ ისევ პრინციპული და პატრიოტული პასუხი! ჩვენ მიერ გაკრული ბანერი სწორედ ასეთია”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძის თქმით, განვითარებული მოვლენების პარალელურად, ,,პატრიოტთა ალიანსი" პროტესტის ნიშნად აჭარაში მათმა ბოლო არჩეულმა წარმომადგენელმა, საკრებულოს დეპუტატმა არჩილ მამულაძემ დატოვა.

“ასე ხდება, როცა არსებობს სამართლიანობის განცდა, ერთიანობა და რწმენა, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა