არჩილ თალაკვაძე - მივმართე ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა საერთაშორისო პარტნიორმა ნახოს არჩევნების გამჭვირვალობა, რის გამოც, დღეს წერილობით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ასევე ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნას.

თალაკვაძის თქმით, საქართველოში ჩამოსული უცხოელი დამკვირვებლები უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ საარჩევნო კამპანიაზე და არჩევნების პროცესზე დაკვირვებას.

„ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები და საქართველო მზად არის, არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები. ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტმა საერთაშორისო პარტნიორმა ნახოს ჩვენი არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა, სწორედ ამიტომ, დღეს წერილობით მივმართე ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ასევე ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნას, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას დამკვირვებელთათვის, ამისთვის შევიტანეთ კანონში ცვლილებები. როგორც ჯანდაცვის სამსახურს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას სრული უფლებამოსილება მიეცათ იმისთვის, რომ მათ სათანადო ზომები მიიღონ დამკვირვებელთა უსაფრთხოებისთვის. დამკვირვებლებს არცერთი დღე ხელი არ შეეშლებათ, როდესაც ისინი საქართველოში ჩამოვლენ, უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ საარჩევნო კამპანიაზე და არჩევნების პროცესზე დაკვირვებას.

ჩვენ სათანადო ზომები მიღებული გვაქვს და რა თქმა უნდა, არჩევნების დღესაც უსაფრთხოების ზომები დამატებით იქნება დაცული.

გვსურს, ჩვენს მოქალაქებს და საერთაშორისო მეგობრებს ვაჩვენოთ, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტი წინსვლა საქარველოში დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა