მიხეილ ჩხენკელი - „შემოდგომის ერთა თასში“ მონაწილეობა არის ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ქართული რაგბისა და სპორტის გულშემატკივარს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „შემოდგომის ერთა თასი“ მონაწილეობის ოფიციალურად აღიარებას ულოცავს.

მისი თქმით, ეს ფაქტი არის ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარება.

„უდიდესი სიხარულით მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას, ქართული რაგბის და სპორტის გულშემატკივრებს, რომ „ექვსი ერის“ ორგანიზატორებთან მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს უაღრესად პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში. ეს ფაქტი არის ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარება და ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი რაგბი ძალიან კარგად ვითარდება და ახალ მწვერვალებს იპყრობს.

უღრმესი მადლობა ექვსი ერის ორგანიზატორებს ასეთი დიდი ნდობისთვის და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა „მსოფლიო რაგბის“, რომლის მხარდაჭერასაც ტურნირის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესში მუდმივად ვგრძნობდით! აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიო და ქართული სპორტი ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. სასიამოვნოა, რომ ჩვენ გავუმკლავდით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ასეთ პრესტიჟულ ტურნირში თამაშის უფლებაც მივიღეთ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ - ეს გახლავთ უდიდესი წარმატება დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში!”,- აცხადებს ჩხენკელი.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგანან თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები, პროფესიონალები, რომლებმაც წლების განმავლობაში განუზომლად დიდი სამუშაო გასწიეს და ჩვენს ქვეყანას ეს გამარჯვება მოუტანეს.

„საქართველოს ნაკრების წარმატებები და ცხადია, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაც პირდაპირ უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს და ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ინვესტიციას, რამაც ქართული რაგბის განვითარება შეუქცევადი გახადა და დღევანდელ წარმატებამდე მიგვიყვანა. რაგბის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, მსოფლიოს წამყვან ნაკრებებთან ერთად თამაში, საქართველოს ეროვნული გუნდისთვის გახლავთ ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენი „ბორჯღალოსნები“ მიიღებენ და უძლიერესი ნაკრებების წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშებენ.

გილოცავთ კიდევ ერთხელ და ვუსურვებ წარმატებას ქართულ სპორტს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას!“,- აცხადებს ჩხენკელი.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება