"როიტერსი" - გერმანელებს დონალდ ტრამპის პოლიტიკა უფრო აშინებთ, ვიდრე კორონავირუსი

გერმანელებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე კორონავირუსის, რომელმაც ევროპის ეკონომიკას უდიდესი ზარალი მიაყენა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ამას მოწმობს გერმანელთა განწყობის შესახებ „R + V Insurance Group“ -ის ბოლო ყოველწლიური გამოკითხვა, რომელიც ივნის-ივლისის პერიოდში ჩატარდა.

შიშმა იმის შესახებ, რომ ტრამპის პოლიტიკა მსოფლიოს გაცილებით საშიშად აქცევს, დაჩრდილა ეკონომიკური საფრთხეები: გამოკითხულთა 53 %-მა ეს საკითხი პირველ ადგილზე დააყენა.

კორონავირუსმა ამ გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა და მხოლოდ გამოკითხულთა მესამედმა განაცხადა, რომ აშფოთებთ, როდესაც ის, ვისაც კარგად იცნობენ, კორონავირუსით ავადდებიან.

გამოკითხვაში არ ჩანს, ტრამპის პოლიტიკის რა ასპექტები აშფოთებთ გერმანელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს