USAID YES-Georgia ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ტრენინგების მორიგ რაუნდს აცხადებს

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში, ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ტრენინგების ახალ რაუნდს აცხადებს.

USAID-ის ინფორმაციით, პროექტი უკვე მეხუთე წელია რაც წარმატებით ხორციელდება, თუმცა „ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის“ ფარგლებში ტრენინგების მასშტაბი გაიზარდა, ის მოიცავს მთელს საქართველოს და მიზნად ისახავს როგორც ახალგაზრდა კაცების, ასევე ახალგაზრდა ქალების აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალი მეწარმეები და მომავალი ენტერპრენერების მხარდაჭერას.

„ტრენინგებში ჩართვა შეუძლიათ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეწარმეობით და აქვთ სურვილი, რომ პროფესიონალ მეწარმედ ჩამოყალიბდნენ. პანდემიის პირობების გათვალისწინებით ტრენინგების ფორმატი სრულად მორგებულია ონლაინ სწავლებას და მას წამყვანი მენტორები და ტრენერები გაუძღვებიან.

განაცხადების მიღება ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში უკვე დაწყებულია და იგი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე. შერჩეულ აპლიკანტებს პირადად დაუკავშირდებიან.

სასწავლო კურსი ორთვიანია და მოიცავს 2 დონეს. პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად. ამ დონეზე სწავლებას გაივლიან ის მონაწილეები, რომელთაც ზუსტად ექნებათ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. საუკეთესო პროექტების ავტორები მიიღებენ თანადაფინანსებას თავიანთი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი”.

USAID YES-Georgia პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს.

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში შემოსული 4,228 განაცხადიდან 1,100 ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ კურსი. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 328-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 74-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან.’’

ტრენინგების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა