ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი პარტია კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო

თითოეული თქვენგანი მზადაა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და ხალხი და ქვეყანა განსაცდელს აარიდონ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენაზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ყველას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ახლაც. მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა და მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ. "ქართულ ოცნებას" აქვს ამის ნება და რესურსი. ამ პარტიის შექმის იდეაც სწორედ ეს იყო და არის. საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა; სადაც სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ; სადაც თითოეულის წარმატებისთვის თანაბარ პირობებს ქმნიან; სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით.

ჩვენი პარტია ამ გზას ადგას და პირობას გაძლევთ, კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი თითოეული თქვენგანი იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ იყო. საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე გუშინ იყო. უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები. ეკონომიკური წინსვლა იყოს ყველასთვის თვალსაჩინო და ხელშესახები. შევძლოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე. ჩვენ ამას შევძლებთ. და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს აქაა წარმოდგენილი. თითოეული თქვენგანი მზადაა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და ხალხი და ქვეყანა განსაცდელს აარიდონ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს